baRdaTi municipaliteti  
  

 

 

კpirveli obCa
სოფელი აქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში.  თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს, მდინარეების ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ლუხუტის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 240 მეტრი, ბაღდათიდან 8 კილომეტრი.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1389 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1 960 964 996
2014  1 389 682 707

saxelwodeba

სახელწოდება ობჩა მეთექვსმეტე საუკუნიდან მოდის. არსებობს რამდენიმე მოსაზრება ამ სახელის შესახებ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული და ცნობილია შემდეგი; ობჩის ტერიტორიაზე იყო სალოცავი (ახლაც არის). სალოცავს მეგრულად „ოფუჩ“-ს უწოდებენ და აქედან მომდინარეობს სახელწოდება ობჩა.

kultura

სოფელში არსებობს 1 სკოლა, 1 ბაღი, საკრებულო და სტადიონი. ობჩის საშუალო სკოლა 1907 წელს შეიქმნა. 1959 წლიდან კი არსებობს როგორც საშუალო სკოლა. გათვლილია 250 ბავშვზე. ამჟამად ამ სკოლაში სწავლობს 105 ბავშვი.

gamoCenili adamianebi obCidan

ობჩაში აღიზარდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა საქვეყნოდ ცნობილი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, ენათმეცნიერი პოლიევქტ გაჩეჩილაძე, მოჭიდავე დავით ციმაკურიძე და ტექნოლოგი, ლაღიძის წყლების შემქმნელი მიტროფანე ლაღიძე.

 

 

foto galerea

რეგიონი იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°06`17″ ჩ. გ. 42°51`44″ ა. გ.
თემი
პირველი ობჩა
დაარსდა  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე 220 მ
მოსახლეობა 1389 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი

 

 

ბაღდათის გერბი ბაღდათის დროშა